საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან
საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან
17:33 08.02.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

☁️ 10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ბეჭდვა