გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან აგრო პროდუქტის
ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
უწყების წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2018 წლის ექსპორტის მიხედვით (ცვლილება წინა წელთან შედარებით):
აზერბაიჯანი - 120%
ყაზახეთი - 78%
უკრაინა- 25%
ევროკავშირის ქვეყნები - 6%
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში (ცვლილება წინა წელთან შედარებით, ღირებულების მიხედვით):
ქართული ღვინო - 15%
ცხვრის ან თხის ხორცი - 53%
უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 54%
მინერალური და მტკნარი წყლები- 15%
სპირტიანი სასმელები - 2%
