იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5.9 %-ით გაიზარდა
იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5.9 %-ით გაიზარდა
11:52 07.02.2019
2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305,939 შეადგინა , რაც 17,061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +5.9%).

იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: პოლონეთი +130.5%, ჩეხეთი +96%, ესპანეთი +65.1%, ლატვია +63.5%, გერმანია +46.6%, ლიეტუვა +40.8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +217.1%, ისრაელი +132.1%, ყირგიზეთი +112%, ჩინეთი +72.8%, საუდის არაბეთი +72.7% და სხვა.
ბეჭდვა