ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას აგრძელებს
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას აგრძელებს
16:33 06.02.2019
მიმდინარე წლის 6 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6497 შეადგინა.

ეროვნული ბანკი დეკემბრის მეორე ნახევრიდან სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს პერმანენტულად ახორციელებს.

ბეჭდვა