სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში წინა თვესთან
შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები მომატებულია 3,4 პროცენტით, რაც 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1 პროცენტი).
რაც შეეხება ტრანსპორტს: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,7 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო
საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,3 პროცენტი).
