2019 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3 პროცენტი
, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,2 პროცენტიანი მატება, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15,8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1,4 პროცენტი), ასევე თევზეული (1,4 პროცენტი). ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (12,5 პროცენტი).
