ალ-ჰაჯ ჯგუფი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერით დაინტერესდა
ალ-ჰაჯ ჯგუფი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერით დაინტერესდა
19:53 30.01.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ალ-ჰაჯ  ჯგუფის დელეგაცია ეწვია. ჯგუფის თავმჯდომარე, სენატორი ტაჯ მუჰჰამად აფრიდი სააგენტოს უფროსს გიორგი ტატიშვილს შეხვდა. სენატორი საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსებით და მიმდინარე ტენდერით დაინტერესდა.

შეხვედრის დროს სააგენტოს უფროსმა სტუმრებს საქართველოში განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სენატორმა ხაზი გაუსვა მის დიდ დაინტერესებას საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალით და მომავალში ორმხრივად ითანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ალჰაჯ ჯგუფი არის პაკისტანის უმსხვილესი კონგლომერატი, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ოპერირებს. კომპანია ფლობს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების რამოდენიმე ლიცენზიას პაკისტანში და წარმოადგენს Shell Pakistan ის სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე აქვს სტრატეგიული პარტნიორობა NATO ს ISAFის მისიასთან ავღანეთში.

ბეჭდვა