ნიკო ჩხეტიანი: ჩვენ უპრეცედენტო სოციალური აქცია განვახორციელეთ და 610 ათას ბენეფიციარს 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერა
ნიკო ჩხეტიანი: ჩვენ უპრეცედენტო სოციალური აქცია განვახორციელეთ და 610 ათას ბენეფიციარს 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერა
14:55 29.01.2019
„ქვეყანაში გიგანტური ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენ განვახორციელეთ უპრეცედენტო სოციალური აქცია, რაც გულისხმობდა ვალების ჩამოწერის პროგრამას“-ამის შესახებ ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამში პროგრამას 610 ათასი ბენეფიციარი ჰყავს, რომელთაც 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერათ,რაც ძალიან მძიმეტვირთად აწევდა მათ და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას.

„ვფიქრობ, ეს უკეთეს სასტარტო პოზიციებს აძლევს სრულიად საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას , რომ ეკონომიკური კუთხით შემდგომი განვითარება გააგრძელოს“-აცხადებს ჩხეტიანი.

ბეჭდვა