მიმდინარე წლის ივნისში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 3 667 საწარმო დარეგისტრირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 21,7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის თვეში დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაზე.
ამასთან, ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 3 742,0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს 21,4 პროცენტით აღემატება.
