ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე მორიგი ინტერვენცია განახორციელა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე მორიგი ინტერვენცია განახორციელა
16:19 16.01.2019
მიმდინარე წლის 16 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ქვეყნის მთავარი საფინანსო იბნსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელ;ებული რიგით მეხუთე ინტერვენციაა.

ბეჭდვა