საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან
ვაჭრობის საკითხებში,შიანა მენდეზ ბერტოლოსთან შეხვედრა გამართა .
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ელჩმა სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, სსიპ „აწარმოე საქართველოს“ და „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ესპანეთში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.
