Fly Georgia ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
Fly Georgia ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
16:48 31.07.2012
ავიაკომპანია Fly Georgia, რომელიც ბათუმის მიმართულებით პირველ რეისს 3 აგვისტოს შეასრულებს, ბილეთების გაყიდვას იწყებს.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თბილისი-ბათუმის 3 აგვისტოს რეისი პირველია საქართველოში, რომელიც 2009 წლის მოდელის AIRBUS-ით შესრულდება.
პირველი რეისისთვის ბილეთების შეძენას და დაჯავშნას მგზავრები დღეიდან კომპანიის გაყიდვების ოფისსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე, კომპანიის 24-საათიანი ქოლ-ცენტრის მეშვეობით შეძლებენ.
ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 190 ლარია. კომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენების შესრულებას კვირაში რამდენჯერმე გეგმავს.
პირველი ფრენა თბილისიდან აგვსიტოს 20:00 საათზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან 5 აგვისტოს 21:45 საათზე გამოფრინდება.


ბეჭდვა