„საქართველოს ბანკი” ბიზნესსესხებს სამთვიანი საპროცენტო შეღავათით გასცემს
„საქართველოს ბანკი” ბიზნესსესხებს სამთვიანი საპროცენტო შეღავათით გასცემს
16:27 31.07.2012
„საქართველოს ბანკი“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს სესხებზე ახალ პირობებს სთავაზობს.
ბანკის წარმომადგენელთა განმარტებით, ყველა, ვინც 1 აგვისტოდან  31 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლებს „საქართველოს ბანკის“ ბიზნესსესხით 500 000 აშშ დოლარამდე ოდენობით, 3 თვემდე საპროცენტო შენატანისგან გათავისუფლდება.

სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა იურიდიულ პირს, ვისაც სურს დაფაროს სხვა ფინანსური ვალდებულებები, საქმიანობისთვის შეიძინოს საბრუნავი და უძრავი ქონება ან აწარმოოს სარემონტო სამუშაოები.

მომხმარებელს, რომელიც უკვე ფლობს ბიზნესს, შესაძლებლობა აქვს სესხით საკუთარი სამომხმარებლო მიზნები და ბიზნესის მიმდინარე ხარჯები დააფინანსოს, ასევე, განახორციელოს ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნობრიობის კომბინაცია.

ბიზნესსესხის თანხა განისაზღვრება 1 000 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ დოლარამდე. სესხით სარგებლობა ლარსა და ევროშიცაა შესაძლებელი.

ბეჭდვა