ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან კვლავ 15 მილიონი დოლარი ამოიღო
ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან კვლავ 15 მილიონი დოლარი ამოიღო
16:16 04.01.2019
მიმდინარე წლის 4 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6732 შეადგინა.

ბოლო ერთ თვეში სავალუტო ბაზარზე, ეს ეროვნული ბანკის უკვე მეოთხე ინტერვენციაა.

ბეჭდვა