საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 18,6 პროცენტით იმატა
საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 18,6 პროცენტით იმატა
10:18 03.01.2019
გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 033.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 291.2 მლნ. აშშ დოლარი (16.8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.

ბეჭდვა