"თბილისი მოლში" დღეს ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
"თბილისი მოლში" დღეს ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
10:16 30.12.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით დღეს ,,თბილისი მოლში“ (მესამე სართული) გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის "დაიწყე ბიზნესი, შექმენი ფაბლაბში" მეექვსე ნაკადის გუნდები, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქცია.

გამოფენა-გაყიდვა 11:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა