2012 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 865,9 მლნ აშშ დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი
წინა წლის შესაბამის პერიოდს 17,1 პროცენტით აღემატება.
იანვარ-ივნისში იმპორტის მაჩვენებელმა 3 725,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 19,4 პროცენტით მეტია.
მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან 1 140,5 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ეს კი - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია.
