საქართველოს განათლების მინისტრმა ზუგდიდის ერთ-ერთი დირექტორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით
კომენტარი გააკეთა:
„ნამდვილად სამწუხარო ფაქტი მოხდა. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. სამინისტრო ითანამშრომლებს ყველა იმ ორგანიზაციასთან და დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც ამ პროცესს სწავლობს. ვაწვდით ყველანაირ ინფორმაციას. ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის მეც, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხისმგებლობის შემთხვევაში, მზად ვართ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ განათლების სისტემის პოლიტიზირება დაუშვებელია, ზეწოლის არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. დარწმუნებული ვარ, ეს დადასტურდება! არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე!“-განაცხადა მინისტრმა.
