ივანე მაჭავარიანი: მომავალ 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3.7 მილიარდი ლარი მიიმართება
ივანე მაჭავარიანი: მომავალ 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3.7 მილიარდი ლარი მიიმართება
18:15 12.12.2018
მომავალი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, როგორც სახელმწიფო ისე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ჯამში 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 1 302.1 მლნ ლარი მიიმართება, მათ შორის, თანხები გათვალისწინებულია 2018-2024 წლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის და ე.წ. ტურისტული გზების უმნიშვნელოვანესი მონაკვეთების დასრულებისთვის, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე 1.3 მლრდ ლარი მიიმართება.

ბეჭდვა