ვებ-გვერდზე - vali.ge ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემები დაემატა
ვებ-გვერდზე - vali.ge  ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“  მონაცემები  დაემატა
17:15 12.12.2018
პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - vali.ge, მონაცემები განახლდა. ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემები დაემატა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ვებ-გვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 ათას 420 მსესხებლისა და 695 ათას 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3,148,735,096 ლარია.
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:
• სს „საქართველოს ბანკი“
• სს „თიბისი ბანკი“
• სს „ლიბერთი ბანკი“
• სს „სილქ როუდ ბანკი“
• სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
• სს „იშბანკი საქართველო“
• სს „ვითიბი ბანკი“
შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:
• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.
აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება, აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში
უწყების ცნობითვე, პარალელურ რეჟიმში, სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას განახლებული მონაცემები კვლავ დაემატება.

ბეჭდვა