ლაშა ხუციშვილი: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი სესხების პატიების პროგრამაშია მოხვედრილი
ლაშა ხუციშვილი: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი სესხების პატიების პროგრამაშია მოხვედრილი
16:14 11.12.2018
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ლევან ჩხაიძის დღის ამბებში ჩართვისას განაცხადა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი სესხების პატიების პროგრამაშია მოხვედრილი.

როგორც მან განმარტა, ამ კატეგორიაში იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხები მოხვდა, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე წინასწარი თანხმობა განაცხადეს.

ამჟამად, ფონდ „ქართუსა“ და აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის მიმდინარეობს სიების დაზუსტების პროცესი და მონაცემები ეტაპობრივად ვებგვერდზე www.vali.ge აიტვირთება.

ბეჭდვა