დღეს „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება
დღეს „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება
18:21 29.11.2018
თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ორგანიზებით, დღეს, 30 ნოემბერს და 1-ლ დეკემბერს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება, რომელსაც 11:00 საათზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გახსნის.

ფორუმის დაწყებამდე, ხვალ, 9:30 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების საბჭოს სამხრეთ-დასავლეთის ქვედანაყოფის დირექტორი, ფილიპ გიბი და ვილნიუსის ღამის მერი, ადამ ჰაროლდი დაესწრებიან.

ბეჭდვა