საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ს მე-11 პავილიონში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-18 საერთაშორისო გამოფენას გახსნის.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია, მათ შორის ბელორუსიის ნაციონალური წარმომადგენლობა.
გამოფენა 11:00 საათზე გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
