ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში ლიდერები ვიქნებით
ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში ლიდერები ვიქნებით
17:23 13.11.2018
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება.

ეს განცხადება მან 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას გააკეთა.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში ლიდერები ვიქნებით,” -განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4.5% ეკონომიკურის ზრდის პროგნოზით დაიგეგმა.

„9 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4.9%-ს შეადგენს, განახლებული პროგნოზით მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5.0% იქნება. მომავალ წელთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან აქტიური კონსულტაციები გვქონდა, რომელთან ერთადაც გაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდგომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან პროგნოზზე და თუ ფაქტიურად უფრო მაღალი ზრდა გვექნება, მომდევნო წლის შუა პერიოდში მზარდ ვართ, რომ დავაკორექტიროთ ბიუჯეტი“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბეჭდვა