უკრაინული ავიაკომპანია “SkyUp“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს
უკრაინული ავიაკომპანია “SkyUp“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს
11:45 13.11.2018
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “SkyUp“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან განახორციელებს.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მომავალი წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “SkyUp“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.
ბეჭდვა