ავიაკომპანია FLY GEORGIA საქართველოში პირველ AIRBUS-ს შემოიყვანს
ავიაკომპანია FLY GEORGIA საქართველოში პირველ AIRBUS-ს შემოიყვანს
10:41 27.07.2012
ახალი ქართული ავიაკომპანია FLY GEORGIA საქართველოში პირველ უახლესი მოდელის AIRBUS-ს შემოიყვანს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიიდან აცნობეს.

ავიაკომპანიის ცნობით 2009 წელს გამოშვებული თვითმფრინავი საქართველოს აეროპორტში 28 ივლისს ჩამოვა და რამდენიმე დღეში, ბათუმის მიმართულებით პირველ ფრენას განახორციელებს.

ბოლო წლებში AIRBUS-მა საკუთარი თვითმფრინავების მოდერნიზაციაში, უსაფთხოების სისტემის გაუმჯობესებასა და მგზავრების კომფორტული მომსახურების მიმართულებით ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ბეჭდვა