სააქციო საზოგადოება „ნამახვან ჰესების კასკადმა“ მდინარე რიონზე კასკადის მშენებლობისთვის წინასაკვალიფიკაციო შერჩევა დაასრულა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, წინასაკვალიფიკაციო შერჩევა წარმატებით გაიარა 25-მა კომპანიამ.
აღნიშნული კომპანიები „ნამახვან ჰესების კასკადის“ პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში მიიღებენ მონაწილეობას.
„ნამახვან ჰესების კასკადის“ პროექტი რიონზე 450 მგვტ სიმძლავრის კასკადის მშენებლობას ითვალისწინებს.
კასკადი ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ლაჯანურისა და გუმათის ჰესებს შორის რიონის დაბლობზე აშენდება.
