კომპანია „ტექნო ბუმი” ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით, ფასდაკლების აქციის ფარგლებში, FUJIFILM-ის უახლესი მოდელის ციფრული ფოტოაპარატების შეძენა 50 ლარიანი ფასდაკლებით, 169 ლარად შეგიძლიათ.
გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, თითოეულ მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით, „ტექნო ბუმის” მაღაზიებში ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით სარგებლობის საშუალება აქვს. მსოფლიო ბრენდების უახლესი მოდელების შეძენა კლიენტებს ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით შეუძლიათ.
ქართულ ბაზარზე დაბალი ფასის გარანტია „ტექნო ბუმმა” დანერგა, რომლის თანახმად, კომპანიაში ტექნიკის შეძენის შემდეგ, თუ მომხმარებელი ერთი თვის მანძილზე სხვა ქსელში უფრო დაბალ ფასს აღმოაჩენს, „ტექნო ბუმი” მას ფასის სხვაობას დაუბრუნებს.
„ტექნო ბუმს” თბილისის გარდა, მაღაზიები ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისში აქვს.
