კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ზომების ინსტიტუციონალიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ზომების ინსტიტუციონალიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
19:06 26.07.2012
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი კავკასიაში სტივენ ჰაიკინი ხვალ, პროგრამის - “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი ”მუზა” უმასპინძლებს.
USAID-ს ინფორმაციით, პრეზენტაციამდე დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებზე არსებულ პროექტებსა და საჭიროებებს განიხილავენ და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელებენ.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამოფენა - ”კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ხელოვნებაზე”, რომლითაც მხატვრები პროგრამის მიზნებს შეუერთდებიან.
პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისთვის.

ბეჭდვა