საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 1.6617 ნიშნულზე დაეცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.6617 ლარი.
დღევანდელი კურსით 1 აშშ დოლარი 1.6597 ლარი ღირდა.
ამასთან, 2.0298 ლარი ერთი ევრო ღირს. დღევანდელი კურსით კი, მისი ფასი 2.0152 ლარი იყო.
