ივანე მაჭავარიანი: სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გასაზრდელად ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა
ივანე მაჭავარიანი: სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გასაზრდელად ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა
18:28 02.11.2018
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიახლე, რაც 2019 წლის ბიუჯეტშია ასახული არის ის, რომ დაახლოებით, 144 ათასი ბავშვისთვის 50-ლარიანი დახმარება გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმებულია “, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

„შეთანხმდა მთელი რიგი საბიუჯეტო პარამეტრებისა, მათ შორის, აღნიშნული ინიციატივაც, რომელიც სრულად იმ პრობლემას ეხმიანება, რომელიც „იუნისეფის“ კვლევაში დაფიქსირდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამით აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვნად დაიძლევა “, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

„დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში სხვა საინტერესო ინიციატივები აისახება, რომელიც სოციალურ მიმართულებას შეეხება “, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ბეჭდვა