„ბუნებრივი რესურსების სააგენტო“ ტყის ხმობის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს
„ბუნებრივი რესურსების სააგენტო“ ტყის ხმობის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს
12:55 26.07.2012
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“ ტყის ხმობის წინააღმდეგ  პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.
უწყების ინფორმაციით, მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის სამუშაოების მეორე ეტაპი ბორჯომის ხეობაში დღეს დაიწყო.
პრევენციული ღონისძიებები 10 ჰა ტყის მასივზე ჩატარდება. დაზიანებულ ფართობზე სპეციალური ხელსაწყოები განთავსდება, რაც ტყეში მავნებლების რისკებს შეამცირებს და მათ გავრცელებას შეუშლის ხელს.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე აგრარულმა უნივერსიტეტმა, „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ დაკვეთით, სამცხე-ჯავახეთსა და ბორჯომის ხეობაში ტყეების ფიტო-პათოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომელმაც გამოავლინა, რომ ტყის მასივებში მავნე მწერებია გავრცელებული, რაც ხეების ხმობას იწვევს.
ბორჯომის ხეობაში პრევენციული ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტყის მასივებში პარაზიტული მავნებლების გავრცელების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ბეჭდვა