თბილისის აეროპორტიდან უკრაინულმა ავიაკომპანია UTair-Ukraine Airline-მა პირველი რეისი შეასრულა
თბილისის აეროპორტიდან უკრაინულმა ავიაკომპანია UTair-Ukraine Airline-მა პირველი რეისი შეასრულა
09:03 26.07.2012
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინულმა ავიაკომპანია UTair-Ukraine Airline თბილისი-დონეცკის მიმართულებით  პირველი რეგულარული რეისი შეასრულა.

როგორც „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიადან აცნობეს, UTair Ukraine თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და დონეცკის საერთაშორისო აეროპორტს შორის ფრენებს კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.

ავიარეისები თბილისიდან-დონეცკში, თბილისის დროით, 02:50 საათზე შესრულდება. კომპანია მგზავრებს CRJ-200 და ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდებით გადაიყვანს.

UTair Ukraine სამოქალაქო რეგულარულ და ჩარტერულ გადაზიდვებს უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს.

ბეჭდვა