საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დღეს კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის
საპროექტო სივრცე დაათვალიერა. გიორგი ქობულია ობიექტის ტერიტორიაზე კოლეგებთან - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური ცენტრი არამხოლოდ კასპის რაიონს, არამედ მთელ შიდა ქართლის რეგიონს მოემსახურება.
„ასეთი ცენტრების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - არამარტო ეკონომიკის, არამედ ზოგადად, ეს არის ძლიერი მამომძრავებელი ძალა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისწავლონ, განვითარდნენ, ახალ ტექნოლოგიებს გაეცნონ და კრეატიულები იყვნენ . ეს მთელი მოსახლეობის ინტელექტუალური სრული რეალიზაციისა და ამ პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს, როგორც ეკონომიკაში, ასევე სოციალური და ადამიანური კეთილდღეობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ინოვაციური ცენტრი - ტექნოპარკი კასპში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდება, სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი კი 2019 წლის თებერვალია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, აშენდეს ორსართულიანი ნაგებობა, სადაც სამუშაო და სასწავლო ოთახები განთავსდება, ე. წ. ფაბ-ლაბი,საკონფერენციო და დამხმარე სათავსები და სამუშაო სივრცე. პროექტი ასევე ტექნოპარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას სხვადასხვა აქტივობებისაც ითვალისწინებს .
