სტიქიას საქართველოში ხორბლის ნათესები არ დაუზიანებია
სტიქიას საქართველოში ხორბლის ნათესები არ დაუზიანებია
17:25 25.07.2012
19 ივლისს საქართველოში მომხდარ სტიქიას ხორბილის ნათესები არ დაუზიანებია, ვინაიდან მოსავალი ამ დროსითვის უკვე აღებული და დაბინავებული იყო.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა დავით გრიგალაშვილმა განუცხადა.

გრიგალაშვილის თქმით, წელს ხორბლის მოსავალი როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად გასულ წლებთან შედარებით უკეთესია.

ქართულ ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული ხორბლის მოცულობა, დაახლოებით, 20 პროცენტია. ექსპორტი, ძირითადად, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან ხორციელდება.

ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან სეტყვა და ქარიშხალი ახლდა, საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი კახეთის რეგიონს მიადგა, სადაც სტიქიამ ბოსტნეულისა და ხილის მოსავალი გაანადგურა.

ბეჭდვა