პარლამენტმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
16:58 25.07.2012
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატებმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსაზღვრული 162.3 მილიონი ლარიდან 82.3 მილიონი ლარი საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 80 მილიონი - დონორების დაფინანსება.

ბიუჯეტში გაჩნდა ახალი მუხლი – "სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია" და ის 50 მილიონი ლარით განისაზღვრა. მის ფარგლებში მოსახლეობის დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტით მომარაგება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაცის გაცემა და სხვა ღონისძებები იგეგმება.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში კახეთის სოციალ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით შექმნილი პროგრამის ასიგნება გაიზარდა, კერძოდ კი, "კახეთის განვითარების პროექტის" ასიგნება 110.2 მილიონი ლარია, საიდანაც 30. 2 მილიონი ლარი საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 80 მილიონი – მსოფლიო ბანკის შეღავათიანი კრედიტი.

პროგრამის ფარგლებში საგზაო, ურბანული, ტურისტული და წყალ–კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა–რეაბილიტაცია იგეგმება.
სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი 2012 წელს დასრულდება.

გარდა ამისა, კახეთის რეგიონის თვითმმართველ ერთეულებს სპეციალური ტრანსფერის სახით 2.1 მილიონი ლარი გამოეყოფა.

საბიუჯეტო ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს 6 მილიონი ლარი დაემატა, რაც სამუშაოს მაძიებელთა და დევნილთა საჭიროებების აღრიცხვას უნდა მოხმარდეს. ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის მართვის მუხლს რამდენიმე ათასი ლარი მოაკლდა, მათ შორის, 50 ათასი ლარით შემცირდა ნარკომანიით დაავადებუთა პროგრამა.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხების მობილიზების მიზნით, რამდენიმე უწყებას დაფინანასება შეუმცირდა. კერძოდ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანასება 1, 350.0 ათასი ლარიდან 1.280.0 ათას ლარამდე მცირდება, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება – 115,759.0 ათასი ლარიდან 110,759.0 ათას ლარამდე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები 108, 463.7 ათასი ლარიდან 79, 097. 4 ათას ლარამდე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტოს - 125, 100.0 ათასი ლარიდან 124, 900.0 ათას ლარამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს 91, 000. 0 ათასი ლარიდან 83, 500.0 ათას ლარამდე, შინაგან საქმეთა სამინისტოს დაფინანასება – 585,200.0 ლარიდან 585.050.0 ლარამდე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები 600,880.0 ათასი ლარიდან 600,680.0 ათას ლარამდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ასიგნებები 36,400.0 ლარიდან 36,300.0 ათას ლარამდე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები 9, 100.0 ათასი ლარიდან 8, 950.0 ათას ლარამდე, გარემოს დაცვის სამინისტროს - 16, 881.0 ათასი ლარიდან 16, 831.0 ათას ლარამდე, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ასიგნებები 59, 209.5 ათასი ლარიდან 59.089.5 ათას ლარამდე. რეგიონალური განვითარების სამინიტროს დაფინანსება კი, 348, 106.4 ათასი ლარიდან 354, 106.4 ათას ლარამდე იზრდება.

ბეჭდვა