დავით ზალკალიანი დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) წარმომადგენლებს შეხვდება
დავით ზალკალიანი დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) წარმომადგენლებს შეხვდება
20:32 18.10.2018
საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსთნ (EUGBC) და ორგანიზაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტულ მიმართულებებს და იმ საქმიანობას, რასაც უწყება ეწევა მსოფლიოს ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ცალკეულ რეფორმებს, რაც ხელს უწყობს საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას, ასევე ყურადღება გამახვილდება ცალკეულ ღონისძიებებზე, რომელსაც საელჩოები ახორციელებენ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის წარმოსაჩენად.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)იმპლემენტაციას და მის შედეგებს.

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) წარმომადგენლებთნ შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოში ევროპული ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება“-აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ბეჭდვა