ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩს,
ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე წარიმართა. გამოიკვეთა ცალკეული სფეროები, რომლის განვითარებაც ორმხრივად მომგებიანი იქნება, მათ შორის, დასახელდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მრეწველობა, ინოვაციები და სხვ.
აღინიშნა, რომ ორივე მხარე თანამშრომლობის გაღრმავებას მიესალმება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების გასატარებლად მზადყოფნას გამოთქვამენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოსა და იტალიის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესს, მათ შორის, სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზების მიმართულებით, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით.
