ივანე მაჭავარიანი: მთავრობა აფასებს იმ თანადგომას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოს უწევს
ივანე მაჭავარიანი: მთავრობა აფასებს იმ თანადგომას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოს უწევს
15:52 15.10.2018
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული შეხვედრისა განიხილეს ს.

შეხვედრისას ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, ასევე, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სთახაზი გაესვა, აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

ასევე, ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების თანამშრომლობის სფეროებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სექტორი, სადაც აზიის განვითარების ბანკი მზადაა მომავალი რეფორმების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

როგორც, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა იმ თანადგომას აფასებს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში უწევს.

თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ADB-ი ქვეყნის მხარდაჭერას ყველა მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს, მათ შორის, ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ბეჭდვა