ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
13:55 15.10.2018
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდა.

შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე დაესწრო.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამის მიმდინარეობა, მიმდინარე წლის ფისკალური მაჩვენებლები მიმოიხილეს, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი კიდევ ერთხელ აღინიშნა.

სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპებია გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შემუშავებისას, რაც მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გულისხმობს.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის შეხვედრები, რომელიც თბილისში ოქტომბერში შედგება ნაყოფიერი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში ხელს შეუწყობს, რომელთა მიზანი მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაა.


ბეჭდვა