ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს ტექნოპარკში დღეს, „Fear Group“-ის დამფუძნებელი, ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი და ფილანტროპი სტივენ ფეარი საჯარო ლექციას გამართავს თემაზე ,,The Importance of Enterprise for Georgia.“
ლექცია განკუთვნილია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები მეწარმეებისთვის და მისი მთავარი თემა იქნება საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეების მნიშვნელობისა და როლის გააზრება. სტივენ ფეარი პრაქტიკულ რჩევებს მისცემს დამსწრე საზოგადოებას, როგორ დავიწყოთ ახალი საქმე და გავაუმჯობესოთ არსებული ბიზნესი.
ლექცია 18:30 საათზე დაიწყება.
