გიორგი ქობულია: ქართველი მწარმოებლების პროდუქცია გვაძლევს სტიმულს მათ დასახმარებლად
გიორგი ქობულია: ქართველი მწარმოებლების პროდუქცია გვაძლევს სტიმულს მათ დასახმარებლად
17:08 06.10.2018
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სამეწარმეო მარკეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეწვია.

გამოფენა-გაყიდვაზე მან საქართველოში დამზადებული პროდუქციის სახეობები, მათ შორის, სურსათი, სუვენირები, ღვინო, ჩაი და სხვადასხვა აქსესუარები დაათვალიერა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, გამოფენა-გაყიდვა შესაძლებლობას აძლევს მცირე და საშუალო კომპანიებს საინტერესო და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ.

„ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ მათ მეტად დავეხმაროთ არა მარტო ფინანსურად, არამედ იმითაც, რომ მივცეთ საშუალება გავიდნენ სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის, ექსპორტზეც, ასევე ვასწავლოთ მათ საწარმოების ფინანსური მართვა, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და მეტად წარმატებულები გახდნენ“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარკეტის მონაწილეთა ნაწილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები არიან.

ბეჭდვა