ხევი-უბისას მაგისტრალის მშენებლობისთვის 255,297 მილიონი ევრო გამოიყოფა
ხევი-უბისას მაგისტრალის მშენებლობისთვის 255,297 მილიონი ევრო გამოიყოფა
15:14 05.10.2018
მიმდინარე წლის წლის 5 ოქტომბერს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი- უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) შეთანხმება გაფორმდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობას ითალისწინებს.

ზემოაღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს.

დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 35 ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომელიც სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში დასრულდება.



ბეჭდვა