ირაკლი ასლანიშვილი: ბიზნესის თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია
ირაკლი ასლანიშვილი: ბიზნესის თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია
14:34 03.10.2018
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი ასლანიშვილის განცხადებით, მათი ასოციაციის წევრი კომპანიების მიმართ მთავრობის მხრიდან ჩარევა/ზეწოლის პრეცენდენტებს ადგილი არ აქვს.

„ბიზნესგარემოს კუთხით ჩვენ რამდენჯერმე ჩავატარეთ კვლევა და შეიძლება ითქვას, ამ კვლევის შედეგები მეტყველებს, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი ასლანიშვილმა.

2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია დღეს საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. შეიძლება ითქვს, ასოციაციაში საქართველოს ეკონომიკის 70%-ის კონტრიბუტორი კომპანიებია გაერთიანებული.

ბიზნესასოციაციის წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.

ბეჭდვა