ფინანსთა მინისტრი აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
17:05 28.09.2018
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, მაიკლ ქაუგლის, სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე გაამახვილეს.

ფინანასთა სამინსიტროს პრესსამსახურის ცნობით, ივანე მაჭავარიანმა სტუმრებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საბაჟო და საგადასახადო სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ამერიკული და საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა, მხარეებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა, რათა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ბეჭდვა