სებ-მა კიდევ 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
სებ-მა კიდევ 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
16:58 28.09.2018
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6155 შეადგინა.

ლარის ახალი, ოფიციალური კურსი 17:00 საათზე გამოცხადდება.

ბეჭდვა