ლევან დავითაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა
ლევან დავითაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა
13:40 28.09.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა შვედეთის სამეფოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობის შესახებ და ყურადღება ნარჩენების მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
ულრიკ თიდესტრომის განცხადებით, საქართველოს გარემოსდაცვითი განვითარების კუთხით სწორი ხედვა გააჩნია. დაადასტურა შვედეთის სამეფოს სრული მხარდაჭერა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ბეჭდვა