გაეროს გენერალური ასამბლეის 73 სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში, დღეს
ესტონეთისა და UNDP-ს ერთობლივი პროექტის, „ციფრული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითრების გზაზე“ პრეზენტაცია გაიმართება.
უმაღლესი დონის ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქეთევან ვაშაკიძე, რომელიც წარმოადგენს ფილანტროპიული და არასამთავრობო სექტორის ხედვას მართვის ციფრული სისტემებისა და მექანიზმების დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვებებსა და შესაძლებლობებზე.
ღონისძიებას ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და UNDP ადმინისტრატორი აჩიმ შტენერი, ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ამინა მოჰამედი გახსნიან.
