გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
18:54 25.09.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ დირექტორს, იან ვანბილსენს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო განხილული. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. ასევე, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საჯარო-კერძოპარტნიორობის ფორმატში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს .

შეხვედრას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე დაესწრნენ.


ბეჭდვა