IFC “საქართველოს ბანკს“ 25 მლნ აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს
IFC “საქართველოს ბანკს“ 25 მლნ აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს
16:38 23.07.2012
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) „საქართველოს ბანკს“ მეწარმე ქალების დაკრედიტების გაზრდაში დაეხმარება.

ამ მიზნით IFC “საქართველოს ბანკს“ 25 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს.

პროექტის შედეგად, „საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო საწარმოებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში დააფინანსებს.

„ეს IFC-ის პირველი საბანკო პროდუქტია საქართველოში, რომელიც მეწარმე ქალების ბიზნესის დაფინანსებას ისახავს მიზნად და ხელს შეუწყობს მათ, უფრო აქტიური როლი შეასრულონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში“ - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ბანკს, ბიზნესის მფლობელი ქალები დააკრედიტოს.

„ასევე, პროექტი სტიმულს მისცემს ქართულ ეკონომიკაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნას” -აღნიშნა გილაურმა.

სამხრეთ კავკასიაში IFC -ის რეგიონული მენეჯერის თომას ლუბეკის განცხადებით, პროექტი საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის და ამ გზით საზოგადოების ფართო ნაწილის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა